უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში პირველი შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან. საუბარი შეეხო უკრაინის საჭიროებებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სტარმერმა თქვა, რომ მას ახლახან ჰქონდა "ძალიან კარგი შეხვედრა" პრეზიდენტ ზელენსკისთან, სადაც მან "აბსოლუტურად მკაფიოდ აჩვენა, რომ ბრიტანეთში ხელისუფლების ცვლილებას არანაირი გავლენა არ აქვს უკრაინის მხარდაჭერაზე".
სტარმერის თქმით, საუბრისას განიხილეს უკრაინის შემდგომი საჭიროებები.
„დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შეთანხმება ამ მხარდაჭერაზე და რომ ის უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
„ეს ასევე არის გზავნილი პუტინისთვის: ნატო-ს სიმტკიცე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და ნატო ერთიანია, როგორც არასდროს ისტორიაში. ამასთან, ის აბსოლუტურად აცნობიერებს რას წარმოადგენს რუსული აგრესია“, - თქვა სტარმერმა.