იტალია მომავალ წელს უკრაინას 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.
მედიის ინფორმაციით, ეს არის იტალიის წილი უკრაინის 40 მილიარდი დოლარის საერთო დახმარებაში, რომელსაც ნატო განიხილავს.
გეგმის მიხედვით, კონტრიბუციის ნახევარს შეერთებული შტატები გაიღებს, ხოლო დანარჩენ 20 მილიარდ დოლარს - ალიანსის ევროპული სახელმწიფოები.
სრულმასშტაბიანი ომის პირველ ორ წელიწადში რომი კიევს ყოველ 12 თვეში 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას უწევდა. საუბარია იარაღის ან სხვა საქონლისა და მომსახურების უშუალო ღირებულებაზე.
ახლა იტალია იღებს ვალდებულებას მეტი გააკეთოსს - შენატანი დაახლოებით 400 მილიონი ევროთი უნდა გაიზარდოს.