ამდენი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შეიარაღება შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმიტ, პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, თავდაცვს პირდაპირ დაარტყან, ოღონდ კი „ნაციონალური მოძრაობა“ რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ.
„ამდენი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შეიარაღება შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით შევიძინეთ. აქედან გამომდინარე, 27-30 მილიონი ოთხ წელზე გაწერილი ავტომატის ყიდვის თანხაც კი არ არის. ეს არის თვითდამაზიანებელი განცხადებები. ამით თავდაცვისუნარიანობა კი არ ზიანდება, არამედ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას პირდაპირ დაარტყან, მასზე იერიში მიიტანონ, ოღონდ კი, რეალიზებული იყოს თავიანთი პოლიტიკური მიზანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ იყოს რეანიმირებული და რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ. მათი ხელისუფლებაში მოყვანის შემთხვევაში, საქართველოს რა ბედი ეწევა, ეს უკვე ქართველმა ხალხმა განსაჯოს.
თავდაცვა ყველაზე რეიტინგული ინსტიტუციაა და უნდათ, ბზარი შეიტანონ. რეალურად, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს. წლების მანძილზე რეალურ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან არ ვიღებთ, თუ რამეა, მცირე გრანტი და კრედიტია, რაც ნებისმიერი საერთაშორისო ბანკიდან შეგიძლია აიღო. ძირითადი დახმარებაა ენჯეოსექტორის, რისი გასაჯაროებაც არ უნდათ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაშმაგებით გვებრძვიან. დღე არ გავა, არ დაიდოს კვლევა, სადაც ჩანს, რომ საქართველო რიგი მიმართულებებით ლიდერი სახელმწიფოა. პოლიტიკური შურისძიება არ ასვენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, თავის არჩევანზე მყარად დგას. როცა ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ და საქართველომ უარი განაცხადა, ამაზეა შურისძიება“, – განაცხადა პირველი არხის ცნობით, ირაკლი ქადაგიშვილმა.