„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, 2030 წლისთვის ევროკავშირის კარებს გავაღებთო, სინამდვილეში, მათ 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მგონია, „ქართული ოცნება“ ამაზე შეგნებულად მიდის. როდესაც ისინი ამბობენ, რომ 2030 წელს ევროკავშირის კარებს ღირსებით გავაღებთო, სინამდვილეში, მათ 2030 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ და არა ცივილიზაციის კარის გაღება იმ პოლიტიკით, რასაც აწარმოებენ. საქართველოს მიმართ ინტერესი არ იარსებებს, ვიდრე ქვეყანა არ დაამტკიცებს, რომ ინტერესს იმსახურებს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.