უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, რომელიც ამჟამად ევროპაში იმყოფება, შეუერთდნენ უკრაინის ლეგიონის რიგებს.
ამ ლეგიონის შექმნა პოლონეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გახდა ცნობილი. უმეროვმა აღნიშნა, რომ მოხალისეთა ნაწილი სწავლებას პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის.
ფეისბუქის გვერდზე უმეროვმა განმარტა, რატომ ღირს ლეგიონში გაწევრიანება:
მოხალისეები გაივლიან ყველაზე თანამედროვე მომზადებას პოლონთის, ლიეტუვისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოკავშირეებისგან.
ლეგიონი აღჭურვილი იქნება საერთაშორისო პარტნიორების საუკეთესო ტექნიკით, რაც გაზრდის მის ეფექტურობას ბრძოლის ველზე;
უკრაინელები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებიან, შეიარაღებულ ძალებთან ხელშეკრულების გაფორმებით შეძლებენ ნებაყოფლობით შეუერთდნენ უკრაინის თავდაცვას.
“მოვუწოდებთ ყველა უკრაინელებს, რომლებიც ევროპაში არიან, შეუერთდნენ უკრაინულ ლეგიონს, თქვენი წვლილი ფასდაუდებელია ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“. - თქვა უმეროვმა.