ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ელჩის მეშვეობით რუსეთს გადასცა, რომ ის, ვინც ბავშვთა საავადმყოფოებს ბომბავს, კაცობრიობის ნაგავია, რადგან ამის შესახებ ლიპავსკიმ გამოცემა Seznam Zpravy-ს განუცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა ლიპავსკიმ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა რუსეთის ელჩის ალექსანდრ ზმეევსკის დაბარება და მისთვის პროტესტის გადაცემა.
„მკვლელები, რომლებიც თავს დაესხნენ ბავშვებს საავადმყოფოებში, კაცობრიობის ნაგავია, მას {ელჩს} დაევალა ეს მოსკოვისთვის გადაეცა“, - თქვა მინისტრმა.
ზმეევსკიმ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გაიმეორა, რომ „ეს არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა იყო“.
ბოლო ინფორმაციით, 8 ივლისს, დილით, უკრაინაზერუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ოჰმატდიტის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევების გაწმენდა დასრულდა. ბოლო მონაცემებით, კიევში 33 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა.