ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რუსეთის ძალების მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, „უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემზარავია“. ამის შესახებ მოდიმ მოსკოვში ვლადიმირ პუტინთამ შეხვედრისას განაცხადა.
”იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ჰუმანურობა, გრძნობს ტკივილს, როდესაც ადამიანები იღუპებიან. მაგრამ შემზარავი და საშინლად მტკივნეულია, როცა უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, - თქვა მოდიმ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.