დემოკრატიული პარტიის წამყვანმა სოციოლოგიურმა კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპთან არჩევნებში დამარცხების საფრთხე ემუქრება. იუწყება Politico.
Bendixen & Amandi-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ტრამპს ერთი პროცენტით უსწრებს, ჰარისს 42% აქვს, ტრამპს - 41%.
ამასთან, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და მისი ყოფილი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი ტრამპს ორი პროცენტულით უსწრებს. კლინტონს - 43%, ტრამპს - 41%.
გამოკითხულთა მხოლოდ 33%-მა განაცხადა, რომ ბაიდენი უნდა დარჩეს დემოკრატების კანდიდატად, 52%-მა თქვა, რომ ბაიდენმა უნდა დატოვოს საპრეზიდენტო რბოლა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენი ტრამპს ერთი პროცენტით ჩამორჩება,ბაიდენ - 42%, ტრამპს - 43%.
ამომრჩეველთა 86%-დან, ვინც უყურა დებატების არულად ან მის ნაწილს, მხოლოდ 29%-მა თქვა, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს აქვს გონებრივი შესაძლებლობები და ფიზიკური გამძლეობა კიდევ ერთი ოთხწლიანი ვადით იმსახუროს პრეზიდენტად. 61%-მა კი თქვა, რომ ბაიდენს ამის უნარი არ აქვს.