უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებას.
ეს დოკუმენტი გულისხმობს ურთიერთქმედებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 10 წლის ვადით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარონ თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიაში, უკრაინაში პოლონური თავდაცვის კომპანიების საწარმოო ობიექტების განთავსებასა და ერთობლივი თავდაცვის წარმოების დამატებითი შესაძლებლობების შესწავლაში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტისადმინისტრაციაშიაღნიშნეს, პირველად, ასეთი ორმხრივი თანამშრომლობა ითვალისწინებს უკრაინის საჰაერო სივრცეში პოლონეთის მიმართულებით გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩაჭრის შესაძლებლობას.
შეთანხმების სხვა პუნქტები ეხება უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას, სასაზღვრო ინფრასტრუქტურას, სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს.