კონსოლიდაციის გარეშე ვერ დავამარცხებთ ამ მონსტრს, ამ დიდ ბოროტების მანქანას, რომელიც ივანიშვილმა "ქართული ოცნების" სახით შექმნა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში განაცხადა.
„ეს არის რეფერენდუმად ქცეული არჩევნები. მივდივართ ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ, რეფორმებისკენ, თუ ვრჩებით ივანიშვილის ავტორიტარულ ჭაობში. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ხმა, გაერთიანებული ცენტრები, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. მე ვგულშემატკივრობ ოპოზიციურ პარტიებს და დარწმუნებული ვარ, რომ მსხვილ გაერთიანებას ვიხილავთ მათთანაც. ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა" ერთი სიის მომხრენი ვიყავით, მაგრამ სხვა პარტიებს სხვა აზრი აქვთ, თუმცა ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ მსხვილი ოპოზიციური ცენტრები ამარცხებენ "ოცნებას". დღეს იყო ერთიანობის პირველადი ფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საინტერესო სახეს ნახავთ ამ გაერთიანებაში. კონსოლიდაციის გარეშე ვერ დავამარცხებთ ამ მონსტრს, ამ დიდ ბოროტების მანქანას, რომელიც ივანიშვილმა "ქართული ოცნების" სახით შექმნა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძე.
დღეს„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს.