დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ ლამი რუსეთის მიერ კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს გმობს.
„რუსეთის თავდასხმა კიევში, ოხმატდეტის ბავშვთა საავადმყოფოზე, არის საშინელი თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთანაა. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 72 ადამიანი კი დაშავდა.
დღეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმებს უკრაინაში 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 100-ზე მეტი.