უკრაინაში რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა.
ან დროის მონაცემებით, კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში დაშავებულია 66 ადამიანი.
შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, 11 ადამიანი დნიპროპეტროვსკის ოლქში, 17 კი კიევში, დაიღუპა. დაშავებულია 112 ადამიანი, მათ შორის 62 დნიპროპეტროვსკის ოლქში, 48 კიევში, 2 კიევის ოლქში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაიღუპა საავამდყოფოს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი დაღუპული ექიმია. სარაკეტო იერიშის შედეგად ბავშვთა საავდმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
.რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე შეტევა 38 ჰიპერბგერითი და სტრატეგიული რაკეტით განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.