უკრაინული მედიის ცნობით, კიევში რუეთის მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა: ამ მომენტისთვის ცნობილია 10 დაღუპულისა და სიულ მცირე 35 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, ერთი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა, რის გამოც პაციენტები ევაკუირებულნი არიან ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევის შევჩენკოს რაიონში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი.
რუსეთის ძალების ცეცხლის ქვეშ მოქცა კიევის შვიდი რაიონი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრაქსტრუქტურა.