8 ივლისს კიევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, კიევში რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ბავშვთა საავადმყოფოზე. არიან დაშავებულები.
სარაკეტო დარტყმების შედეგად ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩაცვივდა.