არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისა და მემარცხენეების სენსაციური გამარჯვების შემდეგ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში არეულობები დაიწყო. იუწყება Le Figaro
გამოცემის ცნობით, 7 ივლისს საღამოს პარიზის რესპუბლიკის მოედანზე 8000 ადამიანი შეიკრიბა.
პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო პარიზის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტის მხარდამჭერთა აქცია იმართებოდა.
ადამიანთა ჯგუფები ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს. დაწვეს ველოსიპედები.
საპასუხოდ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სმოვანი ყუმბარები. შეტაკებები პარიზის რამდენიმე ადგილას მოხდა. სამართალდამცველებმა არეულობების მონაწილეები დააკავეს.
ადამიანთა ჯგუფები იყო შეკრებილი ნანტსა და ლიონში.
შეგახსენებთ, წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორეზეა ემანუელ მაკრონის პარტია, მესამეზე მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანება“.