დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მდივანმა ჯონ ჰილიმ თანამდებობაზე დანიშვნიდან 48 საათზე ნაკლებ დროში ოდესაში ვიზიტისას პირობა დადო, რომ გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.
ინფორმაციას უკრაინული მედია დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან მოლაპარაკების შემდეგ, ჰილიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მხარდაჭერის ახალ პაკეტს შესთავაზებს, რომელიც მოიცავს უფრო მეტ საარტილერიო იარაღს, საბრძოლო მასალებს და თითქმის Brimstone-ის მაღალი სიზუსტის 100 რაკეტას
ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთის ახალი მთავრობა გააძლიერებს დიდი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
„შეიძლება იყოს ცვლილებები მთავრობაში, მაგრამ გაერთიანებული სამეფო ერთიანია უკრაინის მხარდაჭერისთვის. როგორც თავდაცვის ახალი მდივანი, მე გარწმუნებთ, რომ გავაძლიერებთ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდით.
ეს მთავრობა მტკიცეა თავის ვალდებულებაში, გააგრძელოს სამხედრო დახმარების გაწევა და გვერდში დაუდგეს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმდენ ხანსმ რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ჯონ ჰილიმ.