საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნებზე შუადღის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო. ამის შესახებ BFMTV იუწყება.
კენჭისყრის მეორე ტურის პირველმა საათებმა იგივე აქტივობა აჩვენა, რაც პირველ ტურში.
საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და შუადღის მონაცემებით, ამომრჩეველთა 26,63%-მა უკვე მისცა ხმა. შედარებისთვის, 2022 წლის არჩევნების მეორე ტურის დროს აქტივობამ ამ დროისთვის 19% შეადგინა.
პირველ ტურში აქტივობამ საერთო ჯამშიმ 66,71% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი იყო 1997 წლის შემდეგ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურება.
ამასთან, უცნობია, მიმართავს თუ არა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ფრანგ ერს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. როგორც ფრანგული მედია იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია.