ბერლინის ფანზონაში ნიდერლანდებსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ გამოცემა Berliner Zeitung წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ნიდერლანდებმა თურქეთს გპირველი გოლი გაუტანა, ნიდერლანდელმა გულშემატკივრებმა თურქი გულშემატკივრების მისამართით ჭიქების სროლა დაიწყეს.
ნიდერლანდების ნაკრების მეორე გოლის შემდეგ ფანზონაში არეულობა დაიწყო. დაცვის რამდენიმე თანამშრომელი იძულებული გახდა, გულშემატკივრები ერთმენეტისგან დაეშორებინა.
მატჩის შემდეგ ბერლინის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. როგორც გამოცემა წერს, „დაკავებები, სავარაუდოდ, პროპალესტინური ლოზუნგების სკანდირებას უკავშირდებოდა“.
ნიდერლანდებთან მატჩის წინ ბერლინის პოლიცია იძულებული გახდა შეეჩერებინა თურქი გულშემატკივრების მსვლელობა. ამის მიზეზი მისი მონაწილეების მიერ „რუხი მგლების“ მხარდამჭერი ჟესტის“ დემონსტრირება გახდა. სამართალდამცავებმა გულშემტკივრებს აღნშნული ჟესტის გამოყენების თავშეკავებისკენ მოუწოდეს და უთხრეს, რომ მსვლელობა „არ არის პოლიტიკური მესიჯების პლატფორმა“.
თუმცა, თამაშის დაწყებამდე თურქეთის ჰიმნის დროს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე თურქმა გულშემატკივრებმა „რუხი მგლების“ჟესტის დემონსტრირება მაინც მაოხდინეს.
მეოთხედფინალური მატჩში ნიდერლანდების ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, თურქი ფეხბურთელს მერიჰ დემირალს ნაციონალისტური ორგანიზაციის, „რუხი მგლების“ მხარდამჭერი ჟესტის გამო დისკვალიფიკცია მისცეს.
თურქმა ფეხბურთელმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფების მხარდამჭერი ჟესტი ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.