უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის ძალებმა ნიკოპოლს განმეორებით იმ დროს დაარტყეს, როდესაც წინა დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე მაშველები მუშაობდნენ.
დარტყმის შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო მანქანა. მაშველებმა თავშესაფარში გადასვლა მოასწრეს.
„პერსონალის და გადარჩენილი აღჭურვილობის გადასაყვანად შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სატვირთო მანქანა მივიდა. თუმცა, მტერმა კვლავ დაარტყა და დააზიანა მანქანა. მხოლოდ მომდევნო მცდელობისას შევძელით მაშველების ევაკუაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული არმია აგრძელებდა დაბომბვას, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა. შუაღამისას იერიშის შემდეგად ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, დაიწვვა რამდენიმე ავტოფარეხი.