დასავლეთი ითანამშრომლებს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც არის ადეკვატური, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მან მედიასთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად თანახმად, საქართველოში სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი", რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ფოფხაძის თქმით, გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.
„გამოსავალი მარტო ერთია - „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და დასავლეთი ითანამშრომლებს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც არის ადეკვატური. „ქართულ ოცნებას“ თუ მართლა ეგონა, რომ რუსული კანონის მიღებით ის არ დაკარგავდა დასავლელ პარტნიორებს, ამაზე მეტი არაადეკვატურობა ძნელად წარმოსადგენია“, - თქვა გედევან ფოფხაძემ.