დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე და გადამწყვეტი ტური იმართება. არჩევნების შედეგებით გაირკვევა შეძლებს თუ არა საფრანგეთის მთავრობის ფორმირებას მარინ პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ გაერთიანება”.
თუმცა, როგორც BBC აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ბევრ ცენტრისტებმა ბევრ ოლქში მემარცხენეებთან გაერთიანდნენ, „ეროვნული გაერთიანების(RN) წინააღმდეგ, ასეთი სცენარის ალბათობა შემცირდა.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ყოველი მესამე ფრანგი ამომრჩეველი მხარს უჭერდა RN-ს, მემარჯვენე პარტიას მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას ხელმძღვანელობით. ამ პოლიტიკურ ძალას რასიზმისა და ისლამოფობიის ბრალდებები არაერთხელ წაუყენეს, თუმცა მისი წარმომადგენლები ამას უარყოფენ.
გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.
ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.