სინოპტიკოსების პროგნოზით, შეერთებულ შტატებში მომდევნო დღეების განმავლობაში დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი ანომალიური სიცხის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ეროვნული მეტეოროლოგიური სასამსახურის წარმომადგენლების თქმით, ძლიერის სიცხისა და ტენიანობის შედეგად აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკური სანაპიროებზე ტემპერატურამ შესაძლოა, 38 გრადუსს გადააჭარბოს.
რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი ორეგონის შტატის ქალაქებში იუჯინში, პორტლენდსა და სალემში.
დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილას - კალიფორნიის სიკვდილის ველზე, სიცხის ახალი რეკორდი დაფიქსირდა. აქ ჰაერის ტემპერატურამ 52,8 გრადუსს მიაღწია. ბოლოს ასეთი მაღალი ტემპერატურა 2013 წელს იყო, მაშინ 50 გრადუსი დაფიქსირდა.
უახლოესი პროგნოზით მოსალოდნელია კიდევ უფრო ექსტრემალური მაჩვენებლები, მათ შორის კვირას, 53,8 გრადუსი ფერნეს-კრიკში სიკვდილის ველის ეროვნულ პარკში. აქ ოთხშაბათამდე ტემპერატურა კიდევ უფრო მომატებს და 54,4 გრადუსს მიაღწევს.