ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის მემარცხენე ალიანსს, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება“, რომლის ნომინალური ლიდერია მარინ ლე პენი. იუწყება Bloomberg
ბუქარესტში გამოსვლისას სანჩესმა თქვა, რომ ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიები თავს ახვევენ თავიანთ „ჩარჩოებს ტრადიციულ მემარჯვენე პარტიებს, რომლებსაც არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მათ წნეხს“, რომელიც მოიცავს რიტორიკას იმიგრაციის, გენდერული თანასწორობის და კლიმატის ცვლილების შესახებ.
"ჩვენი მოვალეობაა, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეაქციულ ტალღას, რადგან ამას სხვა არავინ გააკეთებს. ჩვენ ვართ თავდაცვის უკანასკნელი ხაზი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ევროპამ არ უღალატოს თავის სულს...
ასე რომ, ფრანგო პროგრესისტებო, მსოფლიო გიყურებთ, თქვენ დაამარცხებთ ულტრამემარჯვენეებს და თქვენ იქნებით მმართველობაში, რადგან რეაქციული დინების შეჩერების საუკეთესო გზა მმართველობაა”, - თქვა მან მემარცხენე პარტიების გლობალური ასოციაციას ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ მემარჯვენე პოპულისტურმა ეროვნულმა გაერთიანებამ და მათმა თანამებრძოლებმა 30 ივნისს საფრანგეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 33%-ზე მეტი მოიპოვეს. ამ არჩევნებში აქტივობამ რეკორდულ 69%-ს მიაღწია. მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.