„ჰამასი“ დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას, მოლაპარაკებები დაიწყოს ისრაელელი მძევლების, მათ შორის, სამხედროების გათავისუფლების საკითხზე. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, „ჰამასმა“ უარი თქვა ცეცხლის სრული შეწყვეტის მოთხოვნაზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე.
სააგენტოს წყარომ პალესტინის ხელისუფლებაში, რომელიც მოლაპარაკების პროცესთან დააახლოებულია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ისრაელი დაეთანხმება „ჰამასის“ წინადადებას, მხარეები შეძლებენ დადონ ჩარჩო შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ღაზიის სექტორში მიმდინარე ცხრათვიან ომს.
Reuters-ს წყარომ დაუდასტურა, რომ ახლა, როგორც ჩანს, მხარეებს აქვთ შეთანხმების მიღწევის რეალური შანსი. წყაროს ცნობით, „ჰამასი“ ადრეც აყენებდა მოთხოვნებს, რომლებსაც ისრაელი არ ეთანხმებოდა. მისი თქმით, ამჟამად ჰამასის“ პოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.