ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ეკლესიაში გაიმართა. გორში ჩავიდნენ ყოფილი და მოქმედი მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ჩიქოვანი.
თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი 2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავს მართავდა კახაბერ ზურაბაშვილი, რომელმაც კატაპულიტრება ვერ მოასწრო. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
ფოტო: რადიო თავისუფლება