ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ნომინალურმა ლიდერმა, მარინ ლე პენმა პირობა დადო, რომ საპრლამენტო არჩევნების მეორე ტურში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას რუსეთის ტერიტორაიზე ფრანგული იარაღის გამოყენების უფლება არ მიეცემა. ამის შესახებ ლე პენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, წარმატების შემთხვევაში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას არა მაკრონი, არამედ პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან მიმართებით ერთადერთი „წითელი ხაზი“ არის ის, რომ საფრანგეთი არ გახდეს ომში მხარე ამ რაკეტების გამოყენების გამო, რომლებსაც პარიზი აწვდის უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ.
„თუ ემანუელ მაკრონს სურს ჯარების გაგზავნა უკრაინაში, ხოლო პრემიერ-მინისტრი ამის წინააღმდეგია, მაშინ ჯარები არ გაიგზავნება უკრაინაში, პრემიერ-მინისტრს აქვს საბოლოო სიტყვა“, - განაცხადა ლე პენმა.
თავის მხრივ, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერობის სავარაუდო კანდიდატმა ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ თუ მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვა, ის რუსეთს არ მისცემს უფლებას „უკრაინა შთანთქას“.