სომხეთში, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2024“ 15-დან 24 ივლისამდე გაიმართება. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები, ასევე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.
სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების კოორდინაციის დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, ასევე სომხური ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 ივლისს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი", რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.