ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა ბუდაპეშტში 7ივლისს დაგეგმილი გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გააუქმა. იუწყება Bloomberg.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა გააუქმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაფრთხილების გარეშე, რამაც გერმანიის მთავრობის გაკვირვება გამოიწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „სერიოზული და სამართლიანი“ დისკუსიაა საჭირო მას შემდეგ, რაც პარასკევს მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
Reuters-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრა გადადებულია.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ არის დამოკიდებული ორბანზე.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში 5 ივლისს ჩავიდა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა.