რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა საპყრობილედან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიტიკოსის მეუღლის - ევგენიას თქმით, ადვოკატებს მასთან ნახვის უფლება არ აქვთ.
გასულ წელს სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს რუსეთის ხელისუფლების საჯარო კრიტიკის გამო.
42 წლის კარა-მურზას 2023 წლის ივლისში სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი მისი საჯარო გამოსვლები გახდა. კარა-მურზას რუსეთის არმიის შესახებ "ყალვი ცნობების" გავრცელება, "არასასურველ" ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფო ღალატი ედება ბრალად. ეს არის ყველაზე მკაცრი სასჯელი კრემლის კრიტიკოსისთვის თანამედროვე რუსეთში.
კარა-მურზა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. ის სასჯელს ომსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის.
ევგენია კარა-მურზას ცნობით, პოლიტიკოსი ომსკის ოლქის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში ადვოკატებს შეხვედრაზე უარი არაერთხელ უთხრეს სხვადასხვა ადმინისტრაციული მიზეზების გამო. შაბათი და კვირა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასვენების დღეებია ამიტომ იურისტებმა ყარა-მურზას ნახვა ამ დრომდე ვერ შეძლეს.
„პოლიტიკოსს აწუხებს პოლინეიროპათია, ორი მძიმე მოწამვლის შედეგად გამოწვეული დაავადება, რომელიც შეტანილია იმ დაავადებების სიაში, რომლის დროსაც ციხეში ყოფნა დაუსვებელია“, - წერს ევგენია კარა-მურზა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.