ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 5 ივლისს გაიმართა, რეფორმატორმა კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. იუწყება Reuters
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, რეჟიმის მხარდამჭერმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საიდ ჯალილმა 13,5 მილიონზე მეტი.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ არჩევნები მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკაზე, მაგრამ ახალი პრეზიდენტი აქტიურად იქნება ჩართული აიათოლა ალი ხამენეის, ირანის 85 წლის უზენაესი ლიდერის მემკვიდრის არჩევაში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს მთავარ სამთავრობო საკითხებზე.
პეზეშკიანმა ხალხისადმი მიმართვისას განაცხად, რომ წინ რთული გზაა.
„ძვირფასო ირანელო ხალხო, არჩევნები დასრულდა და ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი პარტნიორობის.
წინ რთული გზაა, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, თანაგრძნობითა და ნდობით გიწვდით ხელს და ვფიცავ, რომ ამ გზაზე არ მიგატოვებთ“, თქვა ირანის ახალმა პრეზიდენტმა.