თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება.
შეკითხვაზე განიხილავს თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვას, ჟან-პიერმა უპასუხა: „აბსოლუტურად არა“.
მისი გამოსვლიდან მალევე, ორმა ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის შანსები ტრამპის წინააღმდეგ, დებატების შემდეგ საგრძნობლად შემცირებულია.
Wall Street Journal-ის გამოკითხვის თანახმად, ტრამპს 48 პროცენტი აქვს, ბაიდენს - 42%. New York Times/Siena-ს გამოკითხვით კი ტრამპს 49% აქვს, ბაიდენს - 43%.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ბაიდენი ტელეფობით ესაუბრა მისი საარჩევნო კამპანიის გუნდის შეშფოთებულ წევრებს და უთხრა, რომ არსად აპირებდა წასვლას.
„მე ვიყრი კენჭს“,- თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ის რჩება დემოკრატიული პარტიის ლიდერად.