ფრანგი ამომრჩევლები ეკონომიკისა და საჯარო ფინანსების მართვაში უფრო მეტად ენდობიან ულტრამემარჯვენე “ეროვნულ გაერთიანებას“ (RN), ვიდრე ნებისმიერ სხვა პარტიას.
ამის შესახებ Financial Times იუწყება.
Ipsos-ის 19-20 ივნისის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ რესპონდენტთა 25% ენდობა მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ ეკონომიკურ საკითხებზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტს22% ენდობა, და მხოლოდ 20% მაკრონის ალიანსს.
მაკრონმა პარლამენტი 9 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ დაითხოვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 30 ივნისს (პირველი ტური) და 7 ივლისს (მეორე ტური) გაიმართება. პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ მაკრონის რეიტინგი ექვსი პუნქტით დაეცა.