რუსეთი და ოკუპირებული ფხაზეთი საზღვრის კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ. ამის შესახებ განაცხადა კრემლის მაიონეტმა აფხაზეთის. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.
მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ მომავალში გამშვები პუნქტი საერთოდ არ იქნება.
მდინარე ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
„ეს გაამარტივებს ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთას. მაგრამ, დროთა განმავლობაში ველოდები, რომ ჩვენ მივალთ ურთიერთობების ისეთ ეტაპამდე, როდესაც გამშვები პუნქტი საჭირო არ იქნება. საზღვარი იქნება, მაგრამ საგუშაგო საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.