საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე... ქვეყანას დემოკრატიული მომავალი არ უნდა წაერთვას, - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტის განიხილვა გაიმართა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ განაცხადა.
მიმდინარე კანონმდებლობამ შეიძლება, აგენტების კანონმა გამოიწვია უზარმაზარი საზოგადოებრივი პროტესტი. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ებღაუჭება თავის ხელისუფლებას. გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში. ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა არსებობდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამჟამად ამას ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თუ მოხდება კანდიდატების დისკვალიფიკაცია. "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ასევე გამოაცხადოს სხვადასხვა ორგანიზაცია არამისაღებად. მაგალითად, მიდის ბრძოლა სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ...
საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი როგორც ყველაზე დიდი საფრთხე ეს მოახდენს საქართველოს მომავალზე გალენას. უნდა გავითავლისწინოთ რომ საქართველოს ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება მხარი დაუჭროს მას ამაში, - აცხადებს კორტნი.