„რუსული კანონის“ ძახილის ამბავმა ჩაიარა, ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე და ამაზე გაბრაზებული ოპოზიცია და „ენჯეოები“ დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩაიარა „რუსული კანონის“ ძახილის ამბავმა. ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე და ამაზე გაბრაზებულები დარბიან ოპოზიცია და „ენჯეოები“ და კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი. მორჩა ეს ეპოპეა ე.წ რუსული კანონის, ჩაილურის წყალი დალია, ეს არის ქართული კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რომლის მიზანია, ყველა, ვინც საქართველოში რუსეთის ან სხვა ქვეყნის, დაფინანსებით მოქმედებს, მათი ფინანსები იყოს ცნობილი. ეს არის ყველაზე ქართული კანონი, რომელიც კი მიუღია ქართულ პარლამენტს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.