"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მასაც ურეკავენ უცხო ნომრები, თუმცა არ პასუხობს.
წილოსანის თქმით, მისმა გუნდმა ზუსტად იცის, ვინ ავრცელებს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას.
„დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული, მათ შორის ირეკება ვაიბერზე, ჩვეულებრივ ნომერზე, ზარები ირეკება თითოეულ ჩვენგანთან და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პანიკის დათესვის და ამ სიუჟეტის მომზადების საფუძველი. ჩემს შემთხვევაში ზუსტადაც ვიცით, ვინ ავრცელებს და ვინ ასაჯაროებს ჩვენს ტელეფონის ნომრებს, მისამართებს, ვინ გვიყვირის ინტერვიუს მიცემის დროს.
ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა?“ - ამბობს ნინო წილოსანი.