უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უკრაინის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დგას საერთაშორისო წესრიგზე და უკრაინაში ახლა პუტინი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს.“-
„უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დგას საერთაშორისო წესრიგზე და უკრაინაში ახლა პუტინი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ინტერესია შენარჩუნდეს საერთაშორისო წესრიგი, უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, გაიმარჯვოს ამ ომში, რაც ერთ-ერთი გარანტორი და წინაპირობაა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის შესახებ განაცხადა: „2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, 10 000-ობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.“
კობახიძის სიტყვების პასუხად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაცია, რომელთა გარჩევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან რთული გახდა“.