პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს პოლონეთის მიერ მიწოდებული იარაღი, რუსეთის ტერიტორიაზე.
ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინაში გადაცემული პოლონური სამხედრო ტექნიკის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, ტომჩიკმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს „შეუძლიათ იბრძოლონ ისე, როგორც სურთ“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ უკრაინას, უკრაინა სასტიკი თავდასხმის მსხვერპლია, ამიტომ მას აქვს უფლება დაიცვას თავი ისე, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტომჩიკმა.
”პოლონეთი არ იყენებს შეზღუდვებს, როდესაც საქმე ეხება უკრაინელების მიერ პოლონური იარაღის გამოყენებას,” - დასძინა მან.
მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა გააუქმონ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები, თუკი ასეთი რამ არსებობს.
ბოლო დროს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს შორის გააქტიურდა მსჯელობა, უკრაინული ძალებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე
რამდენიმე ევროპული ქვეყანა წინააღმდეგი არ არის უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება ჰქონდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ უკრაინას ამისი უფლება უნდა მიეცეს. ასევე ფინეთს არ შეუზღუდავს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ფინური იარაღის გამოყენება.