ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტი, რომელიც პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის მიერ იყო წარდგენილი, გაიწვია.
ვიცე-პრემიერმა, დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო. მას გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირიდან.