„ქართული ოცნება“ რეფერენდუმს არ ჩაატარებს, თუმცა იდეა საინტერესოა თუ იქნება გამართული ისე, რომ ადამიანებისთვის იყოს გასაგები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ქოცები“ რეფერენდუმს არ ჩაატარებენ, თუმცა იდეა საინტერესოა, თუ ის იქნება გამართული ისე, რომ სწორი პიარკამპანია დაიგეგმოს და ადამიანებისთვის გასაგები იყოს – არჩევნებზე იგივე სტატუს კვოს შენარჩუნება უდრის რეფერენდუმის იმ კითხვას, რომ დასავლეთს არ ირჩევ. ეს არჩევნებამდე უნდა მოხერხდეს, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის იყოს აქტუალური. „ქართული ოცნება“ რეფერენდუმს არ ჩაატარებს და ხალხის დაღლა მენანება ხელმოწერების შესაგროვებლად. პრეზიდენტს ვურჩევდი, ჯერ „ქართული ოცნების“ აზრი გაგვეგო, თანახმა არიან თუ არა, მათი პასუხის გაპიარება კი მოხდეს იმ თვალსაზრისით, რომ არჩევანი გააკეთეს, რეფერენდუმი არ ჩატარებულიყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.