ყველა ჩემს ქმედებაზე პასუხისმგებელი ვარ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძემ ტვ პირველს განუცხადა.
„ჩემს ქმედებაზე, ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ. ასე გეგონათ თქვენც, თქვენს პარტნიორებსაც და თქვენს მეპატრონეებსაც, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, მაგრამ მივიღეთ. ისინი ვინც ამას ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ ქვეყნისთვის საზიანო კანონი მივიღეთ, ესენი არიან ვინ? ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც კოდორის ხეობა ჩააბარეს, რომლებმაც ქუჩაში ადამიანებს ხოცავდნენ, რაღაც არ მახსოვს მაშინ აღშფოთებული შარლ მიშელი და მისი კოლეგები. ვინც იმას ამბობს, რომ მოღალატეები ვართ, თაფლით გამოირეცხონ პირი, ვინც ამას ამბობს და საკუთარ სახლში მოიკითხონ მოღალატეები", - განაცხადა ჯაფარიძემ.