რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა.
ამის შემდეგ კი, ისინი, სანაპიროს გავლით, "ქართული ოცნების" ოფისთან მიემართებიან.
დღეს ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
პარლამენტის მიმდებარედ აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.