უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების გარანტიებისა და კიევისთვის რუსული აგრესიის მოგერიების გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას.
ამის შესახებ სამშაბათს, 28 მაისს, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში დღეს ჩავიდა.
ორი ქვეყნის ლიდერის თქმით, დოკუმენტის თანხმად, უკრაინას წელს 977 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გადაეცემა. ასევე ბელგიის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს კიევს 10 წლის განმავლობაში.
„შეთანხმება უზრუნველყოფს ბელგიის დროულ დახმარებას, თანამედროვე ჯავშანტექნიკით, აღჭურვილობით უკრაინის საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საზღვაო უსაფრთხოებას, ნაღმებისგან გაწმენდას, საარტილერიო საბრძოლო მასალის კოალიციაში მონაწილეობას, ასევე სამხედრო მომზადებას ", - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
გარდა ამისა, ნელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაჯა ლაბიბის განცხადებით, ბელგია, შეთანხმების მიხედვით, 2028 წლამდე უკრაინას F-16-ის ტიპის 30 ავიაგამანადგურებელს გადასცემს.
ზელენსკის თქმით, პირველი თვითმფრინავები უკრაინაში წელს ჩავა. დოკუმენტში პირველად არის მითითებული გამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა, რომლებსაც ბელგია კიევს გადასცემს.
შეთანხმება ასევე ასახავს ბელგიის ხელისუფლების სურვილს გამოიყენოს სახსრები გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის მხარდასაჭერად.