საფრანგეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხი ჯერ კიდევ მუშავდება.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა უკრაინელი სამხედროების წვრთნისთვის ინსტრუქტორები უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნოს. ამათან, მისივე ცნობით, პირველი ჯგუფი უკრაინაში ჩავა, რათა გაეცნოს უკრაინის სასწავლო ცენტრების შესაძლებლობებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნა უკრაინაში „ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც განიხილებოდა“ უკრაინის მხარდამჭერი კონფერენციის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოიწვია თებერვლის ბოლოს.
„ისევე, როგორც სხვა ყველა სხვა სფეროში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას უკრაინელებთან, განსაკუთრებით მათი ზუსტი საჭიროებების გასაგებად“, - თქვეს სამინისტროში.