ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა: "ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ კეთდება და უპირველესად მიმართულია შიდა აუდიტორიაზე
“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების სურვილის შესახებ.
აშკარაა, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ კეთდება და უპირველესად მიმართულია შიდა აუდიტორიაზე.
საქართველოს ხელისუფელბის ნებისმიერი მცდელობა, დააბრუნოს აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის, აბსოლუტურად უშედეგოა.
საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა თავისი საბოლოო არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება, - ნათქვამია განცცხადებაში