მედიის ცნობით, უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის დედაქალაქში დღეს ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრა გამართა.
„ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს არის ხელშეკრულება მომავლისთვის და ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გადავწყვიტეთ უკრაინას მივაწოდოთ ყველა ინსტრუმენტი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე მეათე ქვეყანა ვართ, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას უკრაინასთან გასულ წელს G7-ის დეკლარაციის ფარგლებში“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.