რუსეთის ფედერაციის ორიოლის ოლქის ქალაქ ლივნიში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ბენზინგასამართ სადგურის ტერიტორიაზე ჩავარდა. ამის შესახებ ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა განაცხადა.
„დღეს დილით, ორიოლის ოლქზე მორიგი მასიური თავდასხმის დროს, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა ქალაქ ლივნიში საწვავის გასამართი სადგურის ტერიტორიაზე.
დაზიანდა ადმინისტრაციული შენობის ფასადის ნაწილი. ოპერატიული სამსახურების თანამშრომლები და ქალაქის ადმინისტრაცია სასწრაფოდ მივიდნენ შედეგების აღმოსაფხვრელად.
როდესაც ისინი მუშაობდნენ, ბენზინგასამართ სადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა“, - განაცხადა კლიჩკოვმა.
მისივე თქმით, ადგილზე დაიღუპა სახანძრო სამსახურის მძღოლი.