ამერიკის ცენტრალურ შტატებში ძლიერი შტორმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. იუწყება АР
ძლიერმა ქარიშხალმა ტექსასში, ოკლაჰომასა და არკანზასში დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები. ათიათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ტექსასში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, 2 და 5 წლის.
ამავე შტატში 100-მდე ადამიანი დაშავდა, 200-ზე მეტი სახლი და შენობა დაინგრა.
შტატის ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ 217 კმ/სთ მიაღწია.
ქარიშხალის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ოკლაჰომაში, დაზიანდა სახლები. სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა არკანზასში, ერთი კი კენტუკიში.