ავიაკომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰადან დუბლინში მიფრინავდა, ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, დაშავდა 12 ადამიანი.
AP-ი ინფორმაციით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში თურქეთის ტერიტორიაზე მოხვდა. დუბლინის აეროპორტის განცხადებაში ნათქვამია, რომ Boeing 787 Dreamliner -ის თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.
აეროპორტში განაცხადეს, რომ თვითმფრინავს დაფრენის შემდეგ სასწრაფო დახმარების სამსახურები, ასევე აეროპორტის პოლიცია და სახანძრო და სამაშველო სამსახურები დახვდნენ, რადგან ექვსმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა დაზიანებები მიიღო, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი თურქეთის თავზე ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.
Qatar Airways-ის განცხადების თანახმად, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.