პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მხარს უჭერს წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენების უფლება ექნება. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსები თავს ესხმიან უკრაინის ელექტროქსელებს, მარცვლეულის ტერმინალებს და გაზის საცავებს, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთის ოპერაცია იმართება დონის როსტოვის შტაბიდან. რუსეთი არ იყენებს ბირთვულ იარაღს, თუმცა, ამის გარდა, ის არანაირად არ ზღუდავს საკუთარ თავს. მუდმივი განცხადებები რა არის ჩვენი წითელი ხაზი, მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, მოარგოს თავისი მტრული ქმედებები ჩვენს მიერ დაწესებულ მუდმივად ცვალებად შეზღუდვებს, თქვა მან“, - განაცხადა სიკორსკიმ.
მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, გააუქმონ აკრძალვა მათი გამოყენების შესახებ რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის.